15:35 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 15:04:25, 1738 ნახვა

მსოფლიო
რიში სუნაკი ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა

რიში სუნაკი ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა,- აღნშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, რიში სუნაკსა და მეფე ჩარლზ მესამეს შორის შეხვედრა ბუკინგემის სასახლეში უკვე შედგა და მას მთავრობის ჩამოყალიბება შესთავაზა.

გამოცემის ცნობით, ბოლო ერთ წელში ის ქვეყნის მესამე პრემიერ-მინისტრია და ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი იქნება.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა გადადგომის შესახებ განცხადება 20 ოქტომბერს გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა: „ვაღიარებ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ შემიძლია იმ მანდატის შესრულება, რომლის გამოც ამირჩია „კონსერვატიულმა პარტიამ“.

აღსანიშნავია, რომ ლიზ ტრასი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ვადით - 45 დღით იკავებდა აღნიშნულ პოსტს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics