13:33 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-24 11:05:45, 867 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი თურქეთის საირიგაციო კომპანიის - სახელმწიფო ჰიდრავლიკური სამუშაოების გენერალური დირექტორატის (DSI) წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი თურქეთის საირიგაციო კომპანიის - სახელმწიფო ჰიდრავლიკური სამუშაოების გენერალური დირექტორატის (DSI) წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოში ვიზიტის შედეგები შეაჯამეს და მელიორაციის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

„აღსანიშნავია, რომ ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის საირიგაციო კომპანიის წარმომადგენლებმა ქვემო სამგორის სარწყავი სისტემა, პალდოს სათავე ნაგებობა, სიონისა და თბილისის წყალსაცავების ჰიდროტექნიკური ნაგებობები დაათვალიერეს და სერვისცენტრების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

თურქმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბებასა და სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი შეეხო წყალგანაწილების ლიმიტების დადგენის მეთოდოლოგიას და ჰიდრომეტრიას, საირიგაციო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის საკითხებს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინსტიტუციონალური განვითარება და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება პრიორიტეტული მიმართულებაა; შესაბამისად, თურქული მხარის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება დარგში არსებული გამოწვევების დასაძლევად.

საქართველოს საირიგაციო სექტორში არსებული გამოწვევების გაანალიზების შემდეგ, თურქულმა მხარემ მზაობა გამოთქვა, რეკომენდაციები და წინადადებები მოამზადოს, ასევე, პრაქტიკული გამოცდილების ადგილზე გასაცნობად, ქართველი სპეციალისტები თურქეთში მიიწვიოს, შპს „საქართველოს მელიორაციის“ თანამშრომელთათვის გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები უზრუნველყოს და, საჭიროებისამებრ, საქართველოში კონკრეტული სპეციალიზაციის მქონე თურქი ინჟინრები მოავლინოს.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა მიწის რესურსების მართვის, ნიადაგის დაცვისა და მიწების კონსოლიდაციის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics