18:38 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 10:08:08, 1189 ნახვა

სამართალი
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროცესს ბრალდებულებიც ესწრებოდნენ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 დეკემბერს გაიმართება.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე  9 პირი 18 ოტქომბერს დააკავა. დაკავებულთა შორის "გრინსერვის+"-ის  დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე არიან.

გენერალურმა პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად 19 ოქტომბერს წარუდგინა და საქმესთან დაკავშირებული ვიდეომტკიცებულებაც გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ახლადგახსნილ შადრევანში 3 მოსწავლეს  დენმა დაარტყა. მათგან 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა.

მომხდარის შემდეგ, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფრომა,  გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics