12:16 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-20 19:09:46, 1409 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - შეერთებული შტატები არასდროს აკეთებს ანონსს სანქციების შესახებ

შეერთებული შტატები არასდროს აკეთებს ანონსს სანქციების შესახებ. - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციებთან შეკითხვა ალბათ უფრო განკუთვნილია პრეზიდენტ ზელენსკისთვის.

"ეს შეკითხვა ალბათ უფრო განკუთვნილია პრეზიდენტ ზელენსკისთვის. როგორც ადრეც არაერთხელ მითქვამს, შეერთებული შტატები არასდროს აკეთებს ანონსს სანქციების შესახებ. როდესაც ჩვენ ვინმეს ვუწესებთ სანქციებს, ამას საჯაროდ ვაცხადებთ და ვაქვეყნებთ ვებგვერდზე". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics