|
2022-10-20 13:03:21, 1550 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დასრულდა. აკადემიურმა საბჭომ მხარი პოზიციაზე წარდგენილ ერთადერთ კანდიდატს, ჯაბა სამუშიას დაუჭირა. არჩევნებში საბჭოს 30-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა. კენჭისყრის შედეგები ასეთია - 28 მომხრე, 2 კი - წინააღმდეგი. რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი მაქსიმუმ ექვსი თვის ვადით შეასრულებს რექტორის მოვალეობას. ჯაბა სამუშია ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელმაც თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე შეიტანა განაცხადი. გადაწყვეტილების გამოცხადებას უნივერსიტეტში სტუდენტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ცნობისთვის, დღეს დილიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები აქციას მართავენ. ისინი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელის, ჯაბა სამუშიას არჩევას აპროტესტებენ. სტუდენტები შენობაშიც შევიდნენ და ის სივრცე დაიკავეს, სადაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახალგაზრდებს პიკეტირებული აქვთ 107-ე აუდიტორია. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ აკადემიურ საბჭოს გადადგომის თხოვნით მიმართა. მისი თქმით, გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო. შარვაშიძეს გადადგომის შემდეგ, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში მონაწილეობისთვის კომისიაში მხოლოდ ერთი კანდიდატის განაცხადი შევიდა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)