12:16 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-19 19:43:56, 1040 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ რღვევისა და დაშლის პროცესი გრძელდება, დაპირისპირებაა, რაც ადგილობრივ დონეზეც გადადის

„ნაცმოძრაობის“ რღვევისა და დაშლის პროცესი გრძელდება. - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით,პარტიაში არის დაპირისპირება, რაც ადგილობრივ დონეზეც გადადის.

„ნაცმოძრაობის“ რღვევისა და დაშლის პროცესი გრძელდება. პარტიაში არის უამრავი დაპირისპირება, რაც ადგილობრივ დონეზეც გადადის. რაც შეეხება შანტაჟსა და ზეწოლას, ეს არის ამ პარტიის ხელწერა. რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ, იგივეს აგრძელებენ ოპოზიციაში". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მალხაზ თავდგირიძემ თავმჯდომარის პოსტი და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, რის მიზეზადაც შანტაჟი დაასახელა, რომელსაც მის მიმართ თანაპარტიელები და პარტიის ადგილობრივი ლიდერები ახორციელებდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics