12:16 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-19 13:49:47, 1012 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე კალაძეზე - თუ ტრაგედია ხდება, მომენტალურად უნდა მოიხადო ბოდიში და წახვიდე

თუ ტრაგედია ხდება, მაშინ ხარ პასუხისმგებელი, რომ მომენტალურად მოიხადო ბოდიში და წახვიდე, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე თბილისის მერის პასუხიმგებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გოცირიძემ თქვა, კახა კალაძემ მომხდარის გამო პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს.

"როდესაც მიდიხარ და ლენტებს ჭრი და ყელყელაობ ტელევიზორში და ქულებს იწერ, რომ რაღაც კარგი პროექტი გააკეთე, მაგალითად ხიდი გახსენი, თუ ეს პროექტი ცუდია, შენ ქულები გეწერება მინუს ნიშნით. თუ ტრაგედია ხდება, მაშინ ხარ პასუხისმგებელი, რომ მომენტალურად მოიხადო ბოდიში და წახვიდე. როგორ შეიძლება იყო მერი, რომელიც ვერ გაეკარება ვერც ერთ ისეთ ღონისძიებას, რომლითაც უკვე ქულების დაწერას ვერ შეძლებს. ახლა უნდა აგოს პასუხი", - უთხრა "ტვ პირველს" რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ახლადგახსნილ შადრევანში 3 მოსწავლეს  დენმა დაარტყა. მათგან 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 9 პირი, მათ შორის თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავა. დღეს კი, ამავე სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics