12:16 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-19 13:33:36, 1074 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - ოპონენტები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ კალაძე ამ რთულ სიტუაციაში, პიარკამპანიით არის დაკავებული - მას ეს არ სჭირდება

კახა კალაძეს არ სჭირდება პიარკამპანია - კახი კალაძეს რაიმე რომ დაერღვია, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც შესაძლოა დამდგარიყო - ამის შესახებ  "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ამ რთულ სიტუაციაში, როდესაც ბავშვი გარდაიცვალა და ტრაგედია მოხდა, კახა კალაძე პიარკამპანიით არის დაკავებული.

"კახა კალაძეს არ სჭირდება პიარკამპანია და შესაბამისად, მისი ქმედებები არ არის მიმართული პიარკამპანიისთვის, მით უმეტეს, ამ დროს. პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ყველა გრძნობს და არავის არ აქვს განცდა, რომ ის, რაც ხდება, არავის არ ეხება და არავინ  არ არის გულგრილი ამ ტრაგედიისადმი. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ დააშავა. კახი კალაძეს რაიმე რომ დაერღვია, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც შესაძლოა დამდგარიყო და ეს ლოგიკური იქნებოდა. 

შესაბამისად, ესეც სამწუხაროდ, არის პოლიტიკური ოპონენტების მიერ მათი დღის წესრიგის ისე წარმოჩენა, რომ თვითაქტუალიზაცია მოახდინონ. თითქოს, კახა კალაძე აი ამ რთულ სიტუაციაში, როდესაც ბავშვი გარდაიცვალა და ტრაგედია მოხდა, თითქოს, პიარკამპანიით არის დაკავებული. ესეც არის არასწორი შეფასება და კახა კალაძეს პიარკამპანია არ სჭირდება", - ამბობს ოხანაშვილი. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics