|
2022-10-18 12:00:12, 1336 ნახვა
მსოფლიო
ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის 2 თანამშრომელი გაიტაცეს
რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები გაიტაცეს,- ამის შესახებ უკრაინულმა სახელმწიფო კომპანია „Energoatom“-მა განაცხადა. უწყების ცნობით, 17 ოქტომბერს ოკუპანტებმა ქარხნის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი, ოლეგ კოსტიუკოვზე და გენერალური დირექტორის, ოლეგ ოშეკის თანაშემწეზე დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. „გუშინ, 17 ოქტომბერს, რუსმა ბირთვულმა ტერორისტებმა დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს ზაპორიჟიეს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ოლეგ კოსტიუკოვი და ქარხნის გენერალური დირექტორის თანაშემწე ოლეგ ოშეკა. მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ ახლა არაფერია ცნობილი“, - აღნიშნულია განცხადებაში. Energoatom-ის ცნობით, თანამშრომლების ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ არაფერი იციან. კომპანიამ მიმართა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსს და მსოფლიო საზოგადოებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო ზომა ქარხნის მუშაკების ტყვეობიდან გასათავისუფლებლად და მათი სამსახურში დაბრუნების ხელშეწყობისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)