09:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-14 11:44:10, 1348 ნახვა

ომი უკრაინაში
ზალუჟნი - ახლა ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენსას, ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებს

ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენსას, ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

ზალუჟნის თქმით, უკრაინელებმა დამარხეს მითი რუსული არმიის უძლეველობის შესახებ.

„სასტიკ ბრძოლებში, რუსული ჭურვების ფოლადის წვიმის ქვეშ, ჩვენ ჩვენი მიწის ყველა ნაწილს ვიკავებდით. მათ შეაჩერეს მტრის შემოსევა და დამარხეს მითი რუსული ჯარის უძლეველობის შესახებ.

ახლა კი ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენსას. ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებს“,- განაცხადა ზალუჟნიმ..

მისივე თქმით, იყო უკრინელი, ნიშნავს გქონდეს გამბედაობა დ იბრძოლო თავისუფლებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics