13:56 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 14:55:31, 795 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - ბიძინა ივანიშვილის ინტერესია ერთი - საქართველო იყოს განვითარებული და ევროპულ ინტეგრაციაში

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ამოწურა ბიზნეს ინტერესები, მისი ინტერესია ერთი -საქართველო იყოს განვითარებული და ევროპულ ინტეგრაციაში, ეს თქვა და გააკეთა კიდეც - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მოადგილის მიხეილ პოდოლიაკის მიერ ტვ „ფორმულას“ ეთერში გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ „ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს“. 

მისი თქმით, უკრაინა ცეცხლის ალშია გახვეული და ამ დროს ვინმე „ჭ“ კლასის ექსპერტი, დამხმარე თუ მრჩეველი ბედავს და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეს ბრალს დებს უსაფუძვლო, უარგუმენტო ქმედებაში.

„წარმოიდგინეთ, ცეცხლის ალშია გახვეული უკრაინა, უტევს მტერი, უტევს რუსეთი და ამ დროს ეს ვინმე „ჭ“ კლასის ექსპერტი, დამხმარე თუ მრჩეველი ბედავს და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეს ბრალს დებს უსაფუძვლო, უარგუმენტო ქმედებაში. 

მან თქვა, რომ ამოწურა ბიზნეს ინტერესები, მისი ინტერესია ერთი - საქართველო იყოს განვითარებული და ევროპულ ინტეგრაციაში, ეს თქვა და ეს გააკეთა კიდეც, ხოლო ისეთნაირი ხელმოცარულები როგორებიც არიან არესტოვიჩები და მათ შორის პოდოლიაკები, ეს არის… „подоляк, ты просто подонок“- ეს შემიძლია ვთქვა, სხვას არ იმსახურებს ეს ადამიანი საქართველოსგან“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics