18:20 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 10:33:49, 664 ნახვა

საზოგადოება
„მანქანა გამართული იყო, ცეცხლის გაჩენაში სხვა ადამიანის ხელი ურევია“ - წალენჯიხის მერს მანქანა დაუწვეს

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ინფორმაციით, გვიან ღამით, სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს.

ხარჩილავას თქმით, ავტომობილი ტექნიკურად სრულად გამართული იყო და ვარაუდობს, რომ ცეცხლის გაჩენაში ადამიანის ხელი ურევია.

"ფაქტი დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა. ჩემი პირადი ავტომობილია დამწვარი. მანქანა 100%-ით იყო გამართული. ექსპერტიზა ჩატარდა, მალევე მოვიდა პოლიცია და გამოძიება დაიწყო",- განაცხადა ხარჩილავამ.

შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics