22:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 18:02:22, 1249 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - პუტინის რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს რას წარმოადგენს: სისასტიკე და ტერორი

პუტინის რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს რას წარმოადგენს: სისასტიკე და ტერორი,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროკავშიეი იდგება უკრაინის გვერდით მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება, ყველანაირი საშუალებებით, რაც იქნება.

„შოკირებული და შეძრწუნებული ვარ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმებით. პუტინის რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს რას წარმოადგენს: სისასტიკე და ტერორი. ვიცი, რომ უკრაინელები ძლიერები დარჩებიან. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მანამ, სანამ საჭირო იქნება, ყველანაირი საშუალებებით, რაც გვაქვს“,- წერს ლაიენი.

შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ქალაქები დაბომბვის ქვეშ მოექცა.

მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო.

ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics