15:55 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 19:37:52, 1590 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე - გაზრდილი ბიუჯეტი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ დასახულ გეგმას ცოტა გავასწროთ კიდეც

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი 80 მილიონი ლარით გაიზარდა. პრიორიტეტები, რომელიც დასახული იყო, კერძოდ, სოციალური პირობები ჯარისკაცისთვის რჩება და არ გადავუხვევთ ამ პოლიტიკას“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მინისტრის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯები პროპორციულად გადანაწილდება. 

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ 2023 წლის თავდაცვის უწყების ბიუჯეტი იგივე პრინციპით გადანაწილდება და კვლავ პრიორიტეტად რჩება ჯარისკაცისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება. „ეს გახლავთ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ჯარისკაცზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევასუსტებთ შეიარაღების მიმართულებას. 

ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები დავისახეთ. პარტნიორების რეკომენდაციით ჩვენ დავსახეთ საშუალო და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც 10- წლიან პერსპექტივას გულისხმობს, რასაც გეგმაზომიერად მივყვებით. გაზრდილი ბიუჯეტი ჩვენ იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ დასახულ გეგმას ცოტა გავასწროთ კიდეც“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics