16:42 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 17:01:29, 1062 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ შამუგია საქართველოში თურქეთის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილთან ერთად, საქართველოში თურქეთის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე და პერსპექტიული მიმართულებების საკითხები განიხილეს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქეთის მთავრობას ბორჯომის ტყეში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის ლოკალიზებაში დახმარებისთვის. 

ოთარ შამუგიამ ორ ქვეყანას შორის სატყეო მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომლობის მემორანდუმი მზად არის ხელმოსაწერად, ხოლო თევზჭერის მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული თაფლის თურქულ ბაზარზე ექსპორტის პოტენციალს, ასევე სამელიორაციო, პლასტიკის პარკების წარმოებისა და ბიოწარმოების მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტეფანე მღებრიშვილი ვერაზე მომხდარ ტრაგედიაზე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად
LOUDspeakers: საქართველოში ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics