|
2022-10-07 16:14:29, 1207 ნახვა
საზოგადოება
ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის 2023 წელს ბიუჯეტი იზრდება
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სექტორში, 15.7%-ით გაზრდილია. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბიუჯეტის ზრდა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით. საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაცია მთავარი ბერკეტია, რამაც ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის რეალიზაცია უნდა უზრუნველყოს. საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია მაღალკონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა და ბაზრების დივერსიფიცირება. ამ მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წლის განმავლობაში, არაერთ საერთაშორისო გამოფენაში იღებს მონაწილეობას და ქართველ მეწარმეებს სთავაზობს პლატფორმებს, რომ საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია მოახდინონ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თითოეული საერთაშორისო გამოფენა ქართული აგროპროდუქციის მწარმოებლებისთვის არის შესაძლებლობა, საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის ექსპორტის განხორციელების დასაწყებად. ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები. ქართველი მეწარმეების და ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უმნიშვნელოვანესია ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებები, რაც გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში, მეტ შესაძლებლობებს იძლევა.
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)