|
2022-10-06 16:04:42, 1668 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის - AMSE-ს ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნა
ბათუმში ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის - AMSE-ს ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნა. სასტუმრო ,,ლიც რეზორტ“-ში, დღეს ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის - AMSE-ს ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი მასპინძლობს. კონფერენციის გახსნას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე ესწრებოდნენ. ,,მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის კონფერენციას, მეტიც კონფერენციამ პირველად დატოვა ევროპის ფარგლები, რაც გულისხმობს ქართული სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემის მიღწევებისა და მომავალ მხარდაჭერას. ყოველწლიური კონფერენცია უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს AMSE-ს წევრებს და ევროპული სამედიცინო სკოლების დელეგატებს, შეხვდნენ, ისწავლონ და გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება, ასევე სამედიცინო განათლების პოლიტიკის განვითარების ხედვები“ - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. AMSE 2022 კონფერენციის მთავარი თემაა ხარისხის უზრუნველყოფა მომავლის სამედიცინო სკოლებში. "სამედიცინო სკოლების უმრავლესობა ევროპაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ნაწილობრივ აღმოჩნდნენ კრიზისში. გამოწვევები დაკავშირებულია COVID-19 პანდემიასთან, სამხედრო კონფლიქტებთან და კლიმატის ცვლილების შედეგებთან. AMSE 2022 კონფერენცია არის შესაძლებლობა AMSE-ს წევრი სკოლებისა და სხვა საკვანძო ორგანიზაციების ლიდერებისთვის, შეიკრიბონ და იმსჯელონ ამჟამინდელ ვითარებაზე. იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ, დებატების საშუალებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხარისხს ყველა სკოლაში, აქტიურად ჩამოაყალიბონ სამედიცინო განათლების მომავალი. სწორედ, ამიტომ კონფერენციაში მოწვეულები არიან სხვადასხვა ევროპული სკოლების დეკანები, ლიდერები, პედაგოგები და მკვლევარები“ - აღნიშნა, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ლევან ტვილდიანმა. კონფერენციაში მონაწილეობენ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, საექიმო განათლების ევროპული საბჭოს, ასევე ბიომედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა ევროპული სისტემის ორგანიზაციის წარმომადგენლები. ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაცია - AMSE 1979 წელს დაარსდა, როგორც სამედიცინო დეკანთა ასოციაცია, დაარსების დღიდან ემსახურება ევროპის რეგიონში სამედიცინო სკოლებს შორის თანამშრომლობიდ განვითარების ხელშეწყობას, ისე ხარისხის ამაღლებას.
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)