|
2022-10-05 17:43:34, 1073 ნახვა
საზოგადოება
თამარ არჩუაძე - 10 ოქტომბრიდან ვიწყებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის მასშტაბურ რეაბილიტაციას
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით ასაფრენი დასაფრენი ზოლის მასშტაბური რეაბილიტაცია განხორციელდება. ადეზეს რეაბილიტაციის ბიუჯეტია 8 მლნ ლარი, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან დაფარავს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში სამი საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. ,,9 თვის მონაცემებით, მგზავრთნაკადის სრული აღდგენა გვაქვს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ამ ეტაპზე ჩვენს აეროპორტში 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ხორციელდება პირდაპირი რეგულარული ფრენები. რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროა ასაფრენი-დასაფრენი ზოლის გეგმური სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია. სრულად მოხდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია, შესრულდება ასფალტის საფარის გადაგებისა და საძირკვლის გამაგრების სამუშაოები. რაც შეეხება სამუშაოების დასრულებას, ორ კვირიანი ეტაპის შემდეგ, კვირაში 2-2 დღე 12 საათიანი გრაფიკით , ისე რომ ფრენების ოპერირებას ხელი არ შეეშალოს, გაგრძელდება დარჩენილი სამუშაოები. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პირობებზეც,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ. რაც შეეხება მგზავრებს, აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, წლის დასაწყისიდან მოლაპარაკებები ჰქონდათ ავიაკომპანიებთან და მათ გადაალაგეს თავიანთი განრიგები. ,, ის ავიაკომპანიები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დრომდე ოპერირებენ, ფრენებს საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახორციელებენ. მგზავრებისთვის ავიაკომპანიების განრიგიც ცნობილია და შესაბამისად ბილეთებიც ჩაშვებულია გაყიდვაში. ჩვენი თანამშრომლების ნაწილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის პერიოდში, საქმიანობას დროებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააგრძელებენ. რაც შეეხება ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 25 ოქტომბრიდან კვლავ განახლდება, -‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)