22:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 11:09:54, 1333 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა საბოლოოდ დაამტკიცა უკრაინის ტერიტორიების ანექსია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ანექსიას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია Tass ავრცელებს.

ის, რომ პუტინი დღეს ხელს მოაწერდა შეთანხმებებს რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ, ცნობილი გუშინ გახდა.

მათივე ცნობით, რუსეთის დიქტატორმა საოკუპაციო ხელისუფლების დროებითი„ხელმძღვანელებიც“ დანიშნა: დონეცკში- დენის პუშილინი, ლუგანსკში - ლეონიდ პასეჩნიკი, ხოლო ზაპოროჟიესა და ხერსონში კი ე. წ "გუბერნატორები" ევგენი ბალიცკი იყო და ვოლოდიმირ სალდო.

შეგახსენებთ, რომ 23-დან 27 სექტემბრამდე რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო „რეფერენდუმები“ შედეგების გაყალბებით მოაწყეს.

უკვე 30 სექტემბერს რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გამოაცხადა. 

იმავე დღეს კრემლის ხელმძღვანელმა და მისმა მარიონეტებმა  ანექსიის შესახებ შეთანხმებასმოაწერეს ხელი.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა შეთანხმებები, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების „რუსეთის ფედერაციაში მიღების“ შესახებ.

ხოლო ორშაბათს, 3 ოქტომბერს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიას დაუჭირა მხარი.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics