17:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-26 19:19:06, 1872 ნახვა

ომი უკრაინაში
ხარკოვში ოკუპანტების სარაკეტო იერიშს 15 წლის გოგო ემსხვერპლა

რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშს ხარკოვის ოლქის ქალაქ პერვომაისკიზე, 15 წლის გოგო ემსხვერპლა. - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. 

მისივე თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით უცნობია.

"რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიიტანეს. 2 კერძო სახლი მთლიანად განადგურდა. სამწუხაროდ, 15 წლის გოგო დაიღუპა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება. ყველა, ვინც ომის დანაშაულს სჩადის, დაისჯება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics