19:30 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-24 10:25:16, 1623 ნახვა

ომი უკრაინაში
იზიუმში 436 ცხედარს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აღენიშნება

იზიუმში ცხედრების ექსჰუმაცია დასრულდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

მისივე თქმით, ამოსვენებულია 436 ცხედარი, მათგან უმეტესობას ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები, 30-ს კი წამების ნიშნები აქვს.

"სულ ამოსვენებულია 436 ცხედარი, მათგან უმეტესობას ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები, 30-ს კი წამების ნიშნები აქვს.
დაღუპულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა, 21 სამხედრო. არის ცხედრები კისერზე თოკით, ხელები შეკრული, მოტეხილი კიდურები და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. რამდენიმე მამაკაცს სასქესო ორგანო მოკვეთეს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics