20:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 22:19:06, 1535 ნახვა

ომი უკრაინაში
კრემლმა მობილიზაციის განკარგულების მეშვიდე პუნქტი დალუქა

მეშვიდე პუნქტი არის ოფიციალური გამოყენებისთვის, ამიტომ მე არ შემიძლია ამის გამხელა. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით,შოიგუმ თავის ინტერვიუში თქვა: 300 000 ადამიანი. აქ საუბარია 300 000-მდე ადამიანზე.

"მართლაც, ის (მეშვიდე პუნქტი) არის ოფიციალური გამოყენებისთვის, ამიტომ მე არ შემიძლია ამის გამხელა, ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ სერგეი კუჟუგეტოვიჩ შოიგუმ თავის ინტერვიუში თქვა: 300 000 ადამიანი. აქ საუბარია 300 000-მდე ადამიანზე". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics