01:44 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-16 20:41:03, 854 ნახვა

პოლიტიკა
ღუდუშაური დეგნანზე - ძალიან სამწუხარო და უხერხული ბრალდებებია ოთხეულის მიმართ

ძალიან სამწუხარო და უხერხული ბრალდებებია ოთხეულის მიმართ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით,  საკითხები, რომელსაც ეს დეპუტატები აყენებენ არის საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის პოზიცია.

"ჩემთვის გასაოცარია ქალბატონი ელჩის პოზიცია, რომ თურმე ოთხეულის განცხადებები და პოზიცია ყოფილა რუსული ნარატივი. ეს არის ძალიან სამწუხარო და ვფიქრობ, რომ ძალიან უხერხული ბრალდებები, ამავდროულად არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, რამეთუ, თქვენ კარგად ხედავთ, რომ მთელი რიგი საკითხები, რომელსაც გნებავთ ეს დეპუტატები აყენებენ, ეს მინდა გითხრათ, რომ არის საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის იგივე პოზიცია, კითხვა და ასე შემდეგ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics