|
2022-09-14 16:33:46, 1292 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო - თბილისისა და ნატო-ს თანამშრომლობის განვითარებას ყველაზე სერიოზულად გავითვალისწინებთ
მოსკოვმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ Noble Partner 2022 ფარგლებში, ბლოკის მძიმე სამხედრო ტექნიკის გადატანა ევროპიდან საქართველოში, ამჯერად სახმელეთო გზით თურქეთის გავლით მოხდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი ხედავს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმდინარე კურსს და მის თანმხლებ აქტივობას, „მათ შორის, ქვეყნის თანამედროვე ტიპის იარაღით გადატუმბვით და რეგულარული სამხედრო წვრთნების ჩატარებით შეერთებული შტატებისა და ალიანსის ქვეყნების მონაწილეობით მის ტერიტორიაზე, რაც არა მხოლოდ გამოწვევა რუსეთის ინტერესებისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის რეგიონში, არამედ სერიოზული საფრთხეა სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის მთლიანად სამხრეთ კავკასიაში". „საქართველოს მხარდამჭერებმა უნდა იცოდნენ თავიანთი პასუხისმგებლობის ზომა და გააცნობიერონ, რომ ჩვენ გავითვალისწინებთ თბილისისა და ნატოს შორის თანამშრომლობის განვითარების ფუნდამენტურ მომენტებს ყველაზე სერიოზულად“, - დასძინა მან. Noble Partner სწავლება საქართველოში მეექვსედ გაიმართა. წვრთნების მიზანი იყო საქართველოს, აშშ-ს, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)