10:38 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 13:33:32, 1238 ნახვა

მსოფლიო
აშშ უკრაინას დამატებით $675 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

აშშ უკრაინას დამატებით $675 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ინფორმაციას The Washington post-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეიარაღების ახალი პარტია მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) ჭურვებს, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებს და აღჭურვილობას მოიცავს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვთან შეხვედრაზე მათ განიხილეს კიევის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგობის გაწევაში. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გამოყოფას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმაც დაუდასტურა. 

"ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას "სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს" 675 მილიონ დოლარად გაუწევს, იუწყება პენტაგონი. მადლობა მოკავშირეებს", - წერს იერმაკი ტელეგრამის არხზე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 24 აგვისტომდე აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 12.9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics