10:37 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 17:05:34, 1797 ნახვა

მსოფლიო
დედოფალმა ელიზაბედმა ლიზ ტრასი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დანიშნა

ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა, თანამდებობაზე დასანიშნად ის შოტლანდიაში ბალმორალის სამკვიდროში დედოფალ ელიზაბედ II-თან აუდიენციისთვის ჩავიდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მონარქმა ტრასს ახალი მთავრობის შექმნა დაავალა.

მათივე ცნობით, ცერემონიის შემდეგ ტრასი დაუნინგ სტრიტზე მდებარე რეზიდენციაში დაბრუნდება და ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოსახლეობას მიმართავს.

გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობის ახალი ხელმძღვანელი მთავრობის წევრებს დღესვე შეარჩევს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბალმორალის ციხესიმაგრეში ბრიტანეთის უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი იმყოფებოდა, რომელმაც ქვეყნის დედოფალს გადადგომის წინადადებით მიმართა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics