|
2022-09-06 14:50:58, 843 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკში“ სტაჟირების საზაფხულო პროგრამა განხორციელდა
„საქართველოს ბანკში“ დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სტაჟირების საზაფხულო პროგრამა განხორციელდა. ამჯერად, მასში მონაწილეობა იმ სტუდენტებმა მიიღეს, რომლებიც პარალელურად უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებში, სრულ საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობენ. საზაფხულო სტაჟირების პროგრამა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ქართველ სტუდენტებს აერთიანებს და მათ ბანკის დეპარტამენტებში საკუთარ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. საზაფხულო სტაჟირების პროგრამა 4-დან 8 კვირამდე გრძელდება და მისი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება პროგრამების მრავალფეროვნებაა. ქართველმა სტუდენტებმა სტაჟირება წელს ოთხი სხვადასხვა მიმართულებით გაიარეს, ესენია: მონაცემთა ანალიტიკა, გლობალური ბიზნეს საბანკო მიმართულება, კორპორატიული საბანკო საქმიანობა და Galt & Taggart-ის სექტორული კვლევები. „პროგრამის მიმართ ინტერესი იზრდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, საზაფხულო სტაჟირების პროგრამას ყოველწლიური სახე მივცეთ. იმედი გვაქვს, ეს სტაჟირება უცხოეთში განათლების მისაღებად მყოფ ბევრ ქართველ სტუდენტს დაანახებს საკუთარი ცოდნისა და უნარების საქართველოში რეალიზების პოტენციალს. 2023 წლის პროგრამაზე აპლიკაციების მიღება გაზაფხულზე დაიწყება. ამ და სხვა პროექტებით საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ნიჭიერი სტუდენტების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შევუწყოთ ხელი პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებაში, მათი კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. პროგრამა პირველად 2021 წელს განხორციელდა, რომლისთვისაც ოთხი ქართველი სტუდენტი აშშ-ს, საფრანგეთის, უნგრეთისა და კატარის უნივერსიტეტებიდან შეირჩა. 2022 წელს პროგრამის გეოგრაფიული არეალი და მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პროგრამის ფარგლებში ცხრა ქართველმა სტუდენტმა შეძლო სტაჟირების გავლა - გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-სა და ნიდერლანდების სამეფოს უნივერსიტეტებიდან. სტუდენტებმა ქართულ ბაზარზე არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ გამოცდილება და ცოდნა მაღალკვალიფიციური პროფესიონალების უშუალო მენტორობით მიიღეს.
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)