|
2022-09-06 13:15:41, 1453 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ გარდაბანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამ ბრალდებულს 19 -19 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 20 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა კონფლიქტური და დაძაბული ურთიერთობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ავტომანქანაში მყოფ თანასოფლელის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სროლის შედეგად მიღებული დაზიანებებით დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო შემთხვევის ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. "სამართალდამცველებმა ბრალდებულები 21 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეძენა, შენახვა, ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე წარედგინათ. სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 19 -19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)