10:37 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-05 12:55:16, 875 ნახვა

მსოფლიო
კრამონი - საქართველო, რომელიც 12 წლის განმავლობაში ტრიოს ცენტრი იყო, ახლა გვერდზეა გაწეული

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და EPRC-ის თბილისში ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე ისაუბრა.

კრამონის თქმით, საქართველო ევროკავშირის ასოცირებულ ტრიოს გამოეთიშა.

"ევროკავშირში ინტეგრაცია არის შესაძლებლობების ფანჯარა და არ უნდა დავივიწყოთ საქართველო. საქართველო ახლა თითქოს გვერდზეა გაწეული, მას აღარავინ ახსენებს, აღარსად, ეს დიდი პრობლემაა. აქამდე ჩვენ ტრიო გვქონდა და საქართველო იყო ამ ტრიოს ცენტრი 12 წლის განმავლობაში, თუმცა ახლა ეს საკითხი აღარ განიხილება. მასზე საუბარი წევრ ქვეყნებსა და ინსტიტუციებში არ უნდა დაგვავიწყდეს. საქართველო უნდა დავაბრუნოთ და უნდა მოვძებნოთ ამ საკითხის გადაჭრის გზა, თუ ის არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს,"- განაცხადა კრამონმა.

 შეგახსენებთ, რომ უცხოელი დიპლომატები საქართველოში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!" ფარგლებში ჩამოვიდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics