13:09 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-02 14:12:38, 1113 ნახვა

საზოგადოება
biletebi.ge - სპორტის სასახლემ მაკარევიჩის და გალკინის კონცერტების გამართვაზე უარი პოლიტიკური კონტექსტის გამო თქვა

  biletebi.ge  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ღია წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ რუსი არტისტების მაქსიმ გალკინის და ანდრეი მაკარევიჩის კონცერტების ორგანიზატორებს სპორტის სასახლემ ღონისძიებების გამართვაზე უარი უთხრა. 

მათივე განცხადებით, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით, რადგან არტისტები მხარს  უკრაინას უჭერენ.

"ამ დღეებში გახდა ცნობილი, რომ 3 კონცერტის ორგანიზატორს, რომლებზეც უკვე გაყიდულია ათასობით ბილეთი, დარბაზის მიერ ეთქვა უარი ღონისძიების ჩატარებაზე. ფორმალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

დაუჯერებელია რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის ასეთ რეპუტაციულ ზიანზე.

ცხადია, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები (მაკარევიჩი, გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და რომელთაც მხარს უჭერენ უკრაინელები. გადახედეთ კომენტარებს არტისტების მომართვებზე.

თუმცა მოტივაცია მაინც ბოლომდე გაუგებარია. თუ გვეშინია კერძო კომპანიის მიერ რუსეთის ოპოზიციური არტისტების შემოშვება, რათა რუსეთში ვინმე არ გააღიზიანდეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ფეისბუქსაც ავკრძალავთ?

სენტიმენტები რომ გადავდოთ, ეს არის საკონტროლო გასროლა საკონცერტო ინდუსტრიის მიმართულებითაც. ამ 3 გაუქმებულ კონცერტს მოყვება (მოყვა) მრავალი სხვაც, რადგან აღარავინ გარისკავს ასეთ გარემოში ისედაც სარისკო ლოგისტიკაში ფულის ჩადებას", - ვკითხულობთ biletebi.ge-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსი მომღერალი მაქსიმ გალკინი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად  ტურნეს მართავს. მისი კონცერტი თბილისის სპორტის სასახლეში 15 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. ბილეთების გაყიდვა 25 ივლისიდან დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics