13:26 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-31 09:45:46, 1304 ნახვა

მსოფლიო
„ტვინი წაიღეს რუსოფობიური კრიახით“ - მედვედევი სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ევროკავშირის ინიციატივას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც რუს ტურისტებს სავიზო რეჟიმის გამარტივებულად მიღება უნდა შეუჩერდეთ. 

მედვედევის თქმით, ევროპელმა უფროსებმა “ტვინი წაიღეს თავისი რუსოფობიური კრიახით”.

"ევროპელმა უფროსებმა ტვინი წაიღეს თავისი რუსოფობიური კრიახით შენგენის ვიზების შესახებ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. დაე, სწრაფად დააწესონ მათი გაცემის სრული აკრძალვა. საბოლოოდ, ყველა დარწმუნდება, როგორ ექცევა ევროპა რუსეთის მოქალაქეებს", - წერს მედვედევი.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გეგმავენ, რომ მხარი დაუჭირონ რუსეთთან ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერებას, რათა შეზღუდონ რუსებზე გაცემული ვიზების რაოდენობა.

როგორც Financial Times იუწყება, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ გადაწყვეტილების მიღებას პრაღაში ორდღიან შეხვედრაზე გეგმავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics