14:16 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-29 17:29:23, 1179 ნახვა

საზოგადოება
მელიქიშვილის გამზირზე არსებული კატალპას ჯიშის ხეები „ეკოსერვის ჯგუფის“ სანერგეში გადაირგვება

მელიქიშვილის გამზირზე არსებული ხეები დიდი თარგების გამო გადაირგვება, - ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე პაატა ტოგონიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გადარგვის პროცესი ხეების დაზიანების გარეშე ხორციელდება.

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების დაწყებამდე, პროექტირების ეტაპზე გადაწყდა აღნიშნულ მისამართზე არსებული ამაღლებული თარგების დადაბლება, პირველად ნიშნულამდე დაყვანა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ოთხი ძირი კატალპა გადაირგვება შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ სანერგეში“, - განაცხადა პაატა ტოგონიძემ.

მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, მწვანე ნარგავები შესაბამისი თარგის მიხედვით  დაირგვება.

დედაქალაქში ბოლო ოთხ წელიწადში 300 000-ზე მეტი მწვანე ნარგავი დაირგო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics