14:16 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-29 13:09:37, 3989 ნახვა

საზოგადოება
მედიკოსთა დიპლომის შემდგომ საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების, 2022 წლის საშემოდგომო სესიაზე რეგისტრაცია დაიწყო.

მათივე ცნობით, გამოცდებზე რეგისტრაცია 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

„საკვალიფიკაციო გამოცდაზე მაძიებელთა რეგისტრაცია შესაძლებელია on-line რეჟიმში, აღნიშნულ ბმულზე – http://onlinereg.moh.gov.ge/login.html

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გამოცდაზე დაშვებულ მაძიებლებს, სატელეფონო შეტყობინებით გამოცდის თარიღისა და დროის თაობაზე ინფორმაცია ეგზავნება.

სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განაცხადების რეგისტრაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III კორპუსში მიმდინარეობს, მისამართზე – ვაჟა-ფშაველას გამზირი N29. რეგისტრაცია შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 10:00-დან 18:00 საათამდე, (შესვენება 13:00-14:00სთ).

შესაბამისი საბუთის წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადისგან გათავისუფლდებიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი, ასევე შშმ სტატუსის მქონე პირები, ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია 100 000 ქულაზე.

გამოცდებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე – http://rama.moh.gov.ge/geo/list/show/695/695,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics