15:36 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-26 11:19:43, 1179 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს საქართველოში რაიმუნდ იელეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს საქართველოში რაიმუნდ იელეს შეხვდა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„მინისტრის მოადგილემ FAO-სა და სამინისტროს შორის ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და საქართველოში ორგანიზაციის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა  მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

 შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების,  სურსათის წარმოების ზრდის და სოფლად სიღარიბის დაძლევის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

რაიმუნდ იელეს განცხადებით, საქართველო FAO-სთვის რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია. FAO კვლავაც გააგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის, სურსათის უვნებლობის განვითარების, სასურსათო სისტემების გარდაქმნის მხარდაჭერას, ასევე, სოფლის მეურნეობით გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამებს კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში.  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას  საქართველოში FAO-ს წარმომადგენლის თანაშემწე მამუკა მესხი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“,- აღმიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics