16:15 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-24 16:00:32, 1959 ნახვა

მსოფლიო
შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს - 3 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს- 3 მილიარდ დოლარს გამოუყოფს,- აღნშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, უკრაინა ამაყად რჩება და დარჩება სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

„დღევანდელი დღე არ არის მხოლოდ წარსულის ზეიმი, არამედ მტკიცე დადასტურებაა იმისა, რომ უკრაინა ამაყად რჩება და დარჩება სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. დღესასწაულთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა გამოაცხადა უმსხვილესი სამხედრო დახმარების პაკეტი სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. შეერთებული შტატები უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივით დაახლოებით 2,98 მილიარდ დოლარს გამოუყოფს“ - განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, ეს შესაძლებელს გახდის საჰაერო თავდაცვის სისტემების, საარტილერიო სისტემების და მათთვის საბრძოლო მასალის, უპილოტო საჰაერო სისტემების და რადარების მოპოვებას.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადების 31 წლისთავს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად ზაფხულის ბოლოს აღინიშნება. წელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა უკრაინელისთვის. 

ოკუპანტების მიერ სარაკეტო თავდასხმების საფრთხის გამო, 2022 წლის დამოუკიდებლობის დღე უკრაინაში რიგ რეგიონებში დღესასწაულების გარეშე და დამატებითი შეზღუდვებით გაიმართება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics