16:15 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-22 15:10:00, 1201 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - პუტინმა ომი სრულიად აბსურდული მიზეზების გამო დაიწყო

პუტინმა ომი სრულიად აბსურდული მიზეზების გამო დაიწყო,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცის თქმით, თებერვალში ომის დაწყებამდე მოლაპარაკებების დროს მან დაარწმუნა პუტინი, რომ უკრაინა არ შეუერთდება ნატოს „მომდევნო 30 წლის განმავლობაში".თუმცა, პუტინს ჰქონდა „სრულიად აბსურდული“ იდეები.

„ნატო არასოდეს ყოფილა საფრთხე რუსეთისთვის”,- განაცხადა შოლცმა.

გარდა ამისა, შოლცი დარწმუნებულია, რომ პურინმა ეს ომი 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დიდი ხნით ადრე დაგეგმა.

„ეს არის ომი, რომელიც პუტინმა, რუსეთმა დაიწყო, აშკარად მისი მეზობელი ქვეყნის დაპყრობის განზრახვით. ვფიქრობ, ეს იყო თავდაპირველი მიზანი. პუტინს რეალურად ჰქონდა იდეა, რომ ფლომასტერი გადაეტანა ევროპის ლანდშაფტზე და შემდეგ ეთქვა: „ეს ჩემია და ეს შენი”,- დასძინა შოლცმა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics