17:35 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-21 09:54:17, 1142 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში ალექსანდრ დუგინის ავტომობილი ააფეთქეს, გარდაიცვალა მისი შვილი დარია დუგინა

მოსკოვში ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, გარდაცვლილია მისი შვილი დარია დუგინა. აღნიშნულის შესახებ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, დენის პუშილინმა განაცხადა.

მისი თქმით, მომხდარში უკრაინელი ტერორისტები არიან გარეულნი, მათ მთავარ მიზანს კი ალექსანდრ დუგინის ლიკვიდაცია წარმოადგენდა.

„უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას, ააფეთქეს მისი ქალიშვილი მანქანაში“,- წერს პუშილინი.

რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა მოსკოვში, ოდინცოვსკოეს რაიონში მოხდა. გამოძიების წინასწარი დასკვნით, აფეთქება მანქანაში დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც

ცნობისთვის, დარია დუგინა საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური მიმომხილველი იყო, რომელსაც ალექსანდრ დუგინი ხელმძღვანელობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics