09:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-18 15:13:00, 1768 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - გამოვიარეთ საშინელებათა 175 დღე, სადაც რუსეთი ჰაერში სისხლიანი სანახაობით ტკბებოდა

რუსეთს სურს ხარკოვი გადააქციოს ალეპო- 2016, გროზნო- 1996 ან ვაშავა- 1945,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ საშინელებათა 175 დღე გამოიარა, რუსეთი კი  ჰაერში სისხლიანი სანახაობით ტკბება.

„საშინელებათა 175 დღე. რუსეთს სურს ხარკოვი გადააქციოს ალეპო- 2016, გროზნო- 1996 ან ვაშავა- 1945.

დეტალები: ყოველდღიური ტერორი, სარაკეტო თავდასხმები საცხოვრებელ და სამოქალაქო უბნებზე. რუსეთი ჰაერში სისხლით ტკბება. ყველა ვინც აგრძელებს მოსკოვთან ურნიერთობას არის ამ დანაშაულის თანამონაწილე",- წერს პოდილიაკი.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამით ოკუპანტებმა ხარკოვი დაბიმბეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 37 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 21:30 საათზე რუსული რაკეტა, სავარაუდოდ ისკანდერი, სალტივსკის რაიონში სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. სახლი თითქმის მთლიანად განადგურდა, იყო მასშტაბური ხანძარი.

ბოლო მონაცემებით, ნანგრევების ქვეშ შვიდი ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა, მათ შორის 11 წლის ბავშვი (დილას საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 20 დაღუპულის შესახებ განაცხადა, მათგან 4 გადაარჩინეს).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics