19:44 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-09 11:05:17, 764 ნახვა

საზოგადოება
8 აგვისტო კასპის მუნიციპალიტეტში

დღეს კასპის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები ომის ვეტერანებთან ერთად ქალაქის ცენტრში მდებარე გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ. მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 2008 წლის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს, მამა იოანემ კი მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

კასპის მუნიციპალიტეტის ცნონით, მოგვიამებით სოფელ კოდისწყაროში გელა თიგიშვილის სახელობის მემორიალი და საფლავი, ხოლო  სოფელ ბოჟამში მფრინავ ალბერტ ბალხამიშვილის საფლავი გვირგვინებით შეამკეს.

„გმირთა გახსენება სოფელ აღაიანის გმირთა მემორიალთან დასრულდა, სადაც თანამებრძოლებთან ერთად 2008 წლის ომს შეწირული სოსო ბეჟიტაშვილს მიაგეს პატივი.

14 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც ასობით დაღუპული და დაჭრილი, ათასობით ადამიანი კი საკუთარი სახლებიდან დევნილებად იქცა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics