14:47 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-09 10:50:37, 869 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი ივანიშვილზე - ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, ვინ არის ოლიგარქი

ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, ვინ არის ოლიგარქი,- ასე უპასუხა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, შესახებ დასმულ შეკითხვას.

 ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში საუბრისას ელჩმა დასძინა, რომ პოლიტიკურ და სასამართლო სისტემებეზე პირადი გავლენების შესამცირებლად, მნიშვნელოვანია. დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება. 

"აშშ ვერ იტყვის ბიძინა ივანიშვილზე ან ნებისმიერ სხვაზე, არის თუ არა ოლიგარქი. ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს. მიდგომა, რომელიც მიჰყვება ძირეულ მიზეზს, რაც არის არასათანადო გავლენა, ფული ან პირადი გავლენა, რაც მოქმედებს პოლიტიკურ, სასამართლო და ოფიციალურ პროცესებზე არის ის ძირეული რამ, რის მიღწევასაც დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა ცდილობდეს. რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უმნიშვნელოვანესია. არის სხვა ქვეყნები, რომლებიც იმავე გამოწვევას ებრძვიან. მაგრამ, თითოეულმა ქვეყანამ უნდა მოძებნოს საკუთარი ფორმულა ამ სიტუაციის გადასაჭრელად. იმედი მაქვს, სამუშაო ჯგუფები ამ მხრივ პროდუქტიული იქნება,"- განაცხადა დეგნანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics