15:43 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-08 11:41:17, 900 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვის პრემიერი - საქართველოში მშვიდობა არასდროს დამდგარა, რადგან დაშოშმინება აგრესორის მადას უფრო აძლიერებს

საქართველოში მშვიდობა არასდროს დამდგარა, რადგანაც დაშოშმინება მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს აგრესორის მადას,- აღნიშნულის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე სოციალურ ქსელში წერს.

ლიეტუვის პრემიერის თქმით, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, ომის 11 დღე დასრულდა სამშვიდობო შეთანხმებით, მაგრამ მშვიდობა არასდროს დამდგარა.

„2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, ომის 11 დღე დასრულდა სამშვიდობო შეთანხმებით, მაგრამ მშვიდობა არასდროს დამდგარა, რადგანაც დაშოშმინება მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს აგრესორის მადას. ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას რუსეთის დაგმობაში და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“,- წერს სიმონიტე.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics