15:43 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-07 17:39:10, 1079 ნახვა

პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის საელჩო - ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია

დღეს, 14 წლის თავზე, მწუხარებით ვიგონებთ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ საქართველოს ომში დაღუპულებს, - დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში აგვისტოს ომიდან 14 წლის გასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყება "ტვიტერზე" წერს, ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია.

"დღეს, 14 წლის თავზე, მწუხარებით ვიგონებთ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ საქართველოს ომში დაღუპულებს. 

გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია",- წერია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics