20:31 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-07 12:51:12, 1731 ნახვა

მსოფლიო
ლატვიის საგარეო - გვახსოვს და ვგმობთ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ცინიკურ შეჭრას

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლის გასვლას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ ომმა შეცვალა რეგიონული უსაფრთხოების ლანდშაფტი სამხრეთკავკასიაში და მოიტანა უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი. 

ლატვიის საგარეო ასევე გმობს რუსეთის ცინიკურ შეჭრას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

"ჩვენ გვახსოვს და ვგმობთ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ცინიკურ შეჭრას და გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ. ამ ომმა შეცვალა რეგიონული უსაფრთხოების ლანდშაფტი სამხრეთ კავკასიაში და მიაყენა უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი საქართველოს", - წერია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics