15:09 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-06 13:13:20, 1592 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - მტერი უნდა დაისაჯოს, რუსეთს პასუხისგება პოლიტიკურად და ფინანსურად მოუწევს

მტერი უნდა დაისაჯოს, რუსეთს მოუწევს როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად პასუხი აგოს დანაშაულისთვის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ რუსულ კომპანიას, რომელიც რუსულ ატომურ სადგურებთან კავშირშია, სანქციები უნდა დაუწესდეს. ამასთან, უნდა მოხდეს რუსული აქტივების გაყინვა და მათი უკრაინისთვის გადაცემა.

„რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ევროპისთვის კიდევ ერთი ძალიან დიდი საფრთხე შექმნეს. მათ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს. ერთი დღის განმავლობაში ორჯერ ესროლეს. ნებისმიერი მსგავსი ფაქტი ტერორისტული აქტის ტოლფასია. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა. ნებისმიერ რუსულ კომპანიას, რომელიც რუსულ ატომურ სადგურებთან კავშირშია, სანქციები უნდა დაუწესდეს. აუცილებელია რუსეთმა ჩადენილი ქმედებებისთვის პასუხი მკაცრად აგოს. უნდა მოხდეს რუსული აქტივების გაყინვა და უკრაინისთვის გადაცემა. მტერი უნდა დაისაჯოს, რუსეთს მოუწევს როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად პასუხი აგოს დანაშაულისთვის",- განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics