21:47 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-05 15:18:14, 886 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთი აშშ-სთან მაღალი დონის სამხედრო თანამშრომლობას წყვეტს

ჩინეთი  შეერთებულ შტატებთან რიგ სფეროებში თანამშრომლობას წყვეტს,  მათ შორის დიალოგს უმაღლესი დონის სამხედრო მეთაურებს შორის და  კლიმატთან დაკავშირებითც არსებულ მოლაპარაკებებს, 

 აშშ-ის პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ  აჩერებს თანამშრომლობას ვაშინგტონთან ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის პრევენციისა და არალეგალური მიგრანტების რეპატრიაციის საკითხებში.

ცნობისთვის, ჩინეთმა, ტაივანში ვიზიტის გამო, აშშ-ის პალატის სპიკერს ნენსი პელოსის საქნციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Xinhua-მ დაადასტურა. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ტაივანში განხორციელებულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდნენ  მებრძოლები და გამოიყენებოდა ბომბდამშენები, გამანადგურებლები და ფრეგატები. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პელოსმა უგულებელყო ჩინეთის სერიოზული შეშფოთება და მისი ვიზიტის მტკიცე წინააღმდეგობა და მის ვიზიტს პროვოკაციული უწოდა. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics