16:33 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-05 13:22:27, 1121 ნახვა

პოლიტიკა
რიჟვაძე რუს ტურისტებზე - მიზანმიმართული კამპანია და პროპაგანდაა, რომ როგორმე ჩაშალონ სეზონი

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, თორნიკე რიჟვაზე, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას და მათი გაზრდილი რაოდენობის შესახებ საზოგადოებაში არსებულ უკმაყოფილებას ეხმაურება.

რიჟვაძე რუსეთის მოქალაქეების დიდ ნაკადს წარმატებულ ტურისტულ სეზონს უკავშირებს და აცხადებს, რომ ტურიზმი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა, რაც „მტრებს“ არ უხარიათ. მთავრობის ხელმძღვანელის განმარტებით, „პროვოკაციები თავიდან იქნება აცილებული.“

"მე მინდა მივუსამძიმრო ჩვენს მტრებს, ვინაიდან როგორც ეკონომიკურ ასევე ტურიზმი ძალიან სწრაფად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. რა თქმა უნდა მიზანმიმართული კამპანია და პროპაგანდა, რაც მიმდინარეობს მიმართულია და მიზნად ისახავს, რომ როგორმე ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მტრებმა ჩაშალონ სეზონი და რა თქნა უნდა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროვოკაციები იქნეს თავიდან აცილებული. წლევანდელი ტურისრული სეზონი ისტორიაში ყველაზე წარმატებული იქნება,"- აცხადებს რიჟვაძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics