21:47 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-03 11:55:27, 894 ნახვა

მსოფლიო
აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აგრძლებეს - სიაში ალინა კაბაევაც მოხვდა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა,- ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, სანქცირებულთა სიაში სამი რუსი ოლიგარქი, ოთხი ფიზიკური პირი და ერთი სუბიექტი შევიდა, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედებდნენ.

გარდა ამისა, სანქციები ასევე შეეხო 24 კომპანიას, რომლებიც თავდაცვის ტექნოლოგიებთან არიან დაკავშირებული.

დეპარტამენტის ცნობით, აშშ ასევე უწესებს სავიზო შეზღუდვებს რუსეთის ფედერაციის 893 თანამდებობის პირსა და 31 უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელს, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის რეგიონის ანექსიის მხარდასაჭერად მოქმედებდნენ.

დასანქცირებულ ოლიგარქებს შორის არიან: დიმიტრი პუმპიანსკი, ანდრეი მელნიჩენკო და ალექსანდრე პონომარენკო. ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები ასევე დაუწესა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მეგობარ ქალს, ალინა კაბაევასაც.

შეგახსენებთ, რომ აპრილში Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კაბაევას სანქციების დაწესება აშშ-ს მიერ განოხილებოდა.

გარდა ამისა, კაბაევას სანქციები მანამდე უკვე დაუწესა ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics