17:28 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-30 14:11:46, 1034 ნახვა

პოლიტიკა
ჯონ ტეფტი - ყველანაირ საფუძველს მოკლებული არგუმენტია, რომ ამერიკას მეორე ფრონტის გახსნა სურს

ზოგიერთები საქართველოში რატომღაც ფიქრობენ, რომ ამერიკას მეორე ფრონტის გახსნა სურს. ეს ყველანაირ საფუძველს მოკლებული არგუმენტია,- ასე გამოეხმაურა შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი „ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან აშშ-ის ამჟამინდელ ელჩზე, კელი დეგნანზე თავდასმებს.

 მისი თქმით, ეს საღ აზრს მოკლებული განცხადებებია.

„ზოგიერთები საქართველოში რატომღაც ფიქრობენ, რომ ამერიკას მეორე ფრონტის გახსნა სურს. ეს ყველანაირ საფუძველს მოკლებული არგუმენტია. ყოველ შემთხვევაში, იქედან გამომდინარე, რაც მე რუსეთის ომთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის პოლიტიკის შესახებ ვიცი. როცა ადამიანები ამბობენ, რომ შეიძლება რაღაც სხვა ხდება, ჩემთვის ეს საღ აზრს მოკლებული განცხადებებია. არ მესმის, საიდან მოდის ეს ყველაფერი, რადგან ამის შესახებ აქ, ვაშინგტონში ნამდვილად არაფერი მსმენია და მე მჭიდრო კავშირი მაქვს უამრავ ადამიანთან, როგორც მთავრობაში, ასევე მის გარეთ",- განაცხადა ტეფტმა. 

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის წარმომადგენლები და პარტიიდან წასული დეპუტატები თავს ესხმიან საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics