07:08 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 21:21:55, 1140 ნახვა

სამართალი
საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანმა, ამირან გულუაშვილმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. 

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ასევე, განიხილეს საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები და ამ ფორმატში არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

ასევე, შეხვედრაზე, პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა სხვადასხვა მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, მიღწეულ პროგრესზე და არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის გზებზე. 

გარდა ამისა, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის და კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობას. 

„პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საჯარო ურთიერთობების მდივანი არის გენერალური პროკურორის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და წარმომადგენლობებთან პროკურატურის კოორდინირებულ ურთიერთობას და ხელს უწყობს სწრაფ და ეფექტიან კომუნიკაციას, უზრუნველყოფს წინადადებების მომზადებას საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, კოორდინირებას უწევს და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, ასრულებს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა მომავალში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი აქტივობების განხორციელების თაობაზე.

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics