02:42 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-12 22:41:14, 982 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის პრემიერ-მინისტრი - აშშ-ს ბოლო ორკვირის დახმარება საერთო ჯამში 3 მილიარდ დოლარს შეადგენს

უკრაინამ 1.7 მილიარდი აშშ დოლარი, გრანტის სახით, მსოფლიო ბანკისა და USAID-ის ფონდისგან მიიღო. - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.

მისივე თქმით, ეს არის უკვე მეორე გრანტი აშშ-სგან ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

"უკრაინამ 1.7 მილიარდი აშშ დოლარი, გრანტის სახით, მსოფლიო ბანკისა და USAID-ის ფონდისგან მიიღო. ეს არის უკვე მეორე გრანტი აშშ-სგან ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, დახმარების მოცულობა 3 მილიარდი დოლარია". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics